Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის “სარტყლისა და გზის პოლიტიკა” საფრთხეს უქმნის დასავლეთის უსაფრთხოებას.


ავტორი: სალომე გოგლაძე

„ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ესაა გლობალური მასშტაბისა და უდიდესი ამბიციის მატარებელი პროექტი. ინფრასტუქტურული განვითარების სტრატეგია, რომელმაც საინვესტიციოდ 70- ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და დღეს, კიდევ უფრო გაიზარდა ინიციატივაში ჩართულ სახელმწიფოთა რაოდენობა. ფაქტობრივად, აღნიშნულმა პროექტმა მოიცვა მთელი ევრაზიის კუნძული. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა იდეა 2013 წელს წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავდა, უძველესი აბრეშუმის სავაჭრო გზის გაფართოებას ორი მიმართულებით ინფრასტუქტული და ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერების მიზნით. „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკა შედგება ორი მიმართულებისგან - აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა, რომელიც გადის მრავალ ქვეყანასა და რეგიონზე. წარმოდგენილი ინიციატივით, ჩინეთი ხმელეთზე გეგმავს ქვეყნის ეკონომიკურად თუ სოციალურად განუვითარებელი რეგიონების დაკავშირებას ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით. ამიტომაც აღნიშნულ პროექტს შეარქვეს აბრეშუმის გზის ეკონომიკური ინიციატივა. რაც შეეხება ზღვას, აქ იგულისზმება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი საზღვაო აბრეშუმის გზის სტრატეგია, რომელიც სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ნაწილს, ზღვით დააკავშირებს ჩინეთის სამხრეთ პროვინციებთან. ( Peter Cai 2017)

საუკუნის ამბიციურმა პროექტმა უამრავი კითხვა გააჩინა ანალიტიკოსთა შორის და სახელმწიფოთა დონეზე დააყენა მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა, რომლითაც მათ სწორად უნდა განსაზღვრონს ჩინეთის გეოსტრატეგიული თუ გეოეკონომიკური მისწრაფებანი და აქტიურად დაიწყონ სწორი ნაბიჯების გადადგმა. გასაკვირი არაა, რომ იმ მზარდი გავლენის ფონზე, რომელსაც დღითიდღე ზრდის ჩინეთი საპასუხო რეაგირებას იწვევს სხვა დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებში. აღნიშნული პროცესების კვალდაკვალ იკვეთება აშშ- სა და ჩინეთის დაპირისპირების სულ უფრო მზარდი ტენდენციები. არც რუსეთი აპირებს პოზიციების დათმობას და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. რუსეთმა ჩინეთის პროექტის ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მიზანდასახულობის დასაბალანსებლად 2016 წელს, „ ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის საპირწონედ, საფუძველი ჩაუყარა ახალ ევრაზიულ გაერთიანებას, რომელიც იწოდება „დიდი ევრაზიული თანამშრომლობის“ ინიციატივად. ფაქტობრივად, ამ გაერთიანებამ უნდა მოიცვას ყველა მსხვილი ინდუსტრიული სახელმწიფო, მათ შორის ჩინეთიც . ამ უკანასკნელის ინიციატივის მთავრი სამიზნე კი აშშ და ზოგადად, ატლანტიზმი გახდა. (პაპავა, 2017) ცხადია, აშშ-ც არ თმობს თავის პოზიციებს. ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დემოკრატიული ქვეყნების კავშირთან ერთად შექმნას ძლიერი ალიანსი, რათა ამით დააბალანსოს ჩინეთის მზარდი ძალაუფლება. სწორედ, ბაიდენი იყო ის პოლიტიკური სუბექტი , რომელმაც G7 სამიტის წინ გააჟღერა ინიციატივა, რომ შეიქმნას ქმედითი ინფრასტუქტურული გეგმა დასავლეთის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის ძალაუფლების წინააღმდეგ. (Standish 2021)

დღეს, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას 150-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია უჭერს მხარს, განსაკუთრებით კი დასავლეთში. პროცესი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გაფართოვდა ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობები კონტინენტზე და ის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გახდა მაგისტრალების კეთილმოწყობის, ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი სფეროების გაუმჯობესების თვალსაზრისით. აბრეშუმის გზის თანამედროვე მოდელი განიხილება მრავალი ასპექტით. არიან პროექტისადმი დადებითად განწყობილი სუბიექტები და აგრეთვე, საკმაოდ დიდია სკეპტიკოსთა რიცხვიც. დამოკიდებულებები ფორმირდება პროექტზე აქტიური დაკვირვებებითა და მისი შესწავლის საფუძველზე. დღესდღეობით, უპირატესად განიხილება საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უქმნის საფრთხეს დასავლეთის უსაფრთხოებას ჩინეთის „ სარტყლისა და გზის“ პოლიტიკა.

2018 წელს, ჩინეთში მოგზაურობისას საფრანგეთის პრეზიდენტმა - ემანუელ მაკრონმა ოფიციალურ ჩინეთს მოუწოდა წინდახედულობისკენ. მისი ღრმა რწმენით, პეკინის მიერ ინიცირებული პროექტი, მცირე ხანში დასავლელ პარტნიორებს ე.წ „ ვასალურ სახელმწიფოებად“ აქცევს. რაც პირველ რიგში, ქვეყნების უსაფრთხოებას აყნებს ეჭვქვეშ. სკეპტიკოსთა მეორე ნაწილი შენიშნავს, რომ ჩინეთი „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას იყენებს ბალკანეთის ქვეყნებში გავლენის მოსაპოვებლად. ამ მხრივ, აქცენტი გადატანილია ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ამით ჩინეთს პირდაპირი გასასვლელი ექნება ევროკავშირის ბაზარზე (CHATZKY, McBride 2020). ჩანს, რომ გარეშე დამკვირვებლისთვის მარტივია აღიქვას მოსალოდნელი საფრთხე და სტრატეგიულად დაბალანსებული, წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმით ცდილობს თავიდან აირიდოს ახალად წარმოშობილი „ჰეგემონური“ საწყისები.

ჩინეთი აღნიშნული ინიციატივით, ხელს უწყობს მასში გაწევრიანებული ქვეყნების ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თუმცა, საკმაოდ დიდი საფრთხე მოდის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის მხრივ, რომელიც მოიაზრებს პირველ რიგში: ნარკოტიკების კონტრაბანდას, განსაკუთრებით კი ავღანეთში წარმოებული ოპიუმის გავრცელებას დასავლეთით და არამხოლოდ. „ნარკოტიკული ეკონომიკური საქმიანობა“ და მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის, როგორც ჩინეთს ასევე დასავლეთის უსაფრთხოებას. სერიოზული პრობლემაა ეკონომიკური დანაშაული, როგორიცაა ფულის გათეთრება და სატელეკომუნიკაციო თაღლითობა.

ჩინეთის მზარდი გეოპოლიტიკური- სამხედრო თუ ეკონომიკური პოზიციონირების ფაქტი, თავისთავად გულისხმობს, რომ მისი გავლენების სფერო კიდევ უფრო ფართოვდება სივრცული უსაფრთხოების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება ევროპის უდიდეს ნაწილზეც. ჩინეთი მომართულია უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში. ამდენად, მზარდია მისი ჩართულობა სხვადასხვა ეროვნული უსაფრთხოების ფონდებსა და ინიციატივებში, რომელიც ძირითადად ორგანიზებულია საერთაშორისო, ტრანსნაციონალური ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ. ევროკავშირი, ეუთო და გაერო აგრეთვე, აშშ და მათ შორის რუსეთიც, მაქსიმალურად არიან ორიენტირებულნი დააბალანსონ ჩინეთისგან და განსაკუთრებითი მისი აბრეშუმის გზის პროექტისგან მომავალი საფრთხეები.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი და სავაჭრო დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს საწყისს ეტაპზე გააძლიერეოს ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ვერ აღიქმება უსაფრთხოდ. რეგიონები ,რომლებსაც მოიცავს BRI ხასიათდება მაღალი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონებად, რაც ყოველგვარი თეორიული ანალიზის გარეშე პირდაპირ აჩენს რეგიონალური უსაფრთხოების განცდას სახელმწიფოების დონეზე.

წყაროები/ელექტრონული რესურსები

• პაპავა ვლადიმერ. ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა, [პუბლიკ. ექსპერტის აზრი / რედ: არტემ მელიქ-ნუბაროვი] საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი- საქართველო - თბ. 2017

• ANDREW CHATZKY AND JAMES MCBRIDE, China’s Massive Belt and Road Initiative, COUNCIL ON FOREING RELATIONS, 2020.

• REID STANDISH, Can The West Devise An Alternative To China’s Belt And Road ?, Radio Free Europe, 2021, Retrieved from: https://www.rferl.org/a/china-belt-and-road- west/31257440.html , Last seen : 01/06/2021

• HAIQUAN LIU, The Security Challenges of the “One Belt – One Road” Initiative and China’s Choices, Croatian International Relations Review, 2017. Retrieved From : https://www.researchgate.net/publication/320846723_The_Security_Challenges_of_the_ One_Belt_One_Road_Initiative_and_China's_Choices , Last seen 28/05/2021

• BANIK KATJA, Lüdert Jan. Assessing Securitization : China’s Belt and Road Initiative, 2020. Retrieved From: https://www.e-ir.info/2020/10/04/assessing-securitization-chinas- belt-and-road-initiative/ Last seen 30/05/2021

• https://www.amerikiskhma.com/a/no-guarantees-on-afghanistan-after-troop- pullout/5858821.html Last seen 01/06/2021

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG