Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი


საქართველოში პირველ ვიზიტს იწყებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

19-20 ოქტომბერს კოლომინა შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ხავიერ კოლომინა საქართველომდე აზერბაიჯანს სტუმრობდა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.

ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შეცვალა კანადელი ჯეიმს აპატურაი.

XS
SM
MD
LG