Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 56 555 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5739 შემთხვევა. ეს 24 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

როგორც წესი, შაბათ-კვირის შემდეგ, ორშაბათობით ტესტირების მაჩვენებელი იმატებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც მეორე დღეს, სამშაბათს ქვეყნდება. ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სამშაბათის სინდრომს“ უწოდებენ. თუმცა, წინა პერიოდებთან შედარებით, ბოლო ორი კვირაა საქართველოში ეპიდსიტუაცია ისევ მკვეთრად გაუარესდა და სპეციალისტები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ.

გასულ 24 საათში 2082-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ​

19 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.15%;
  • ბოლო 7 დღის - 9.12%;
  • ბოლო 14 დღის - 8.64%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG