Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქსტატის" მონაცემებით, ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 21.6%-ით გაიზარდა


2021 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ექსპორტი გაზრდილია 24%-ით, ხოლო იმპორტი 21.6%-ით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში იყვნენ ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ხოლო საიმპორტო სამეულში - თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საექსპორტო საქონლის ჯგუფში პირველ ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე - მსუბუქი ავტომობილები და მესამეზე - ფეროშენადნობები. საიმპორტო საქონლის ჯგუფში პირველ ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, მეორეზე - ნავთობი და ნავთობპროდუქტები და მესამეზე - სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG