Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში მკაცრი შეზღუდვები წესდება Covid-19-ის ახალი ტალღის შესაჩერებლად


რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლების თანახმად, ისინი მკაცრი შეზღუდვების შემოღებით აპირებენ კორონავირუსის მორიგი ტალღის შეკავებას. ზომების თანახმად, რომელიც 18 ოქტომბერს გახდა ცნობილი, აცრის სერტიფიკატების გარეშე დაუშვებელი იქნება 40-კაციანზე უფრო მრავალრიცხოვან სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. ამასთან, მხოლოდ სერტიფიკატები ან პისიარ-ტესტები არ იქნება საკმარისი. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სპეციალური QR-კოდი, გაცემული ბოლო 72 საათის განმავლობაში.

15 ნოემბრიდან მსგავსი აკრძალვა გავრცელდება საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებზე, კინოთეატრებზე, თეატრებზე, მუზეუმებსა და ცირკებზე.

ხუთმილიონიანი ქალაქის მოსახლეობისთვის 1 დეკემბრიდან სპეციალური საშვების გარეშე დაუშვებელი იქნება რესტორნებსა და სხვადასხვა სახის მაღაზიებში შესვლა.

ჯერჯერობით შეზღუდვები არ გავრცელდება ვაგზლებში მდებარე კაფეებზე, ასევე სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებზე. კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევებით რუსეთში პირველ ადგილზეა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი.

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში მთლიანობაში დაიღუპა 209 000-ზე მეტი და დაავადდა 7,6 მილიონამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG