Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მკვლელობა მოხდა


სოფელ გურჯაანში მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლ-ქმარი დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი პრობლემაა, რომელიც ორ ოჯახს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წლების წინ დაიწყო.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG