Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა მოაწყო წყალქვეშა ნავიდან


ჩრდილოეთმა კორეამ წყალქვეშა ნავიდან მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტის მორიგი საცდელი გასროლა მოაწყო, რასაც ფხენიანი ჯერჯერობით არ ადასტურებს.

სეულის ცნობით, იარაღი 19 ოქტომბერს იაპონიის ზღვაში მდებარე სინპჰოს პორტის აკვატორიის მახლობლად გამოცადეს. თავის მხრივ, იაპონიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რასაც „სამწუხარო“ უწოდა.

აშშ-მა მოუწოდა ფხენიანს, თავი შეიკავოს „კორეის ნახევარკუნძულის მადესტაბილიზებელი ნებისმიერი ქმედებისგან“.

19 ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჯერჯერობით ბოლო აქტია ჩაკეტილი კომუნისტური რეჟიმის მიერ ბოლო კვირებში განხორციელებული სერიიდან. რამდენიმე საცდელი გაშვება საერთაშორისო სანქციების დარღვევით განხორციელდა. გასულ კვირაში წყალქვეშა ნავზე ბაზირების ბალისტიკური რაკეტის გამოცდა სეულმაც წარმატებით განახორციელა, რითაც სამხრეთი კორეა გახდა პირველი არაბირთვული ქვეყანა, რომელსაც ასეთი სისტემა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG