Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში მწვავე პოლემიკა გაიმართა ევროკავშირისა და პოლონეთის ლიდერებს შორის


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტადეუშ მორავეცკი ევროპარლამენტში გამოსვლისას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტადეუშ მორავეცკი ევროპარლამენტში გამოსვლისას.

ევროკავშირისა და პოლონეთის ლიდერებმა სამშაბათს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, მწვავე პოლემიკა გამართეს ვარშავის მიერ ევროპული ნორმების დაცვის თაობაზე. ევროკავშირის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ პოლონეთს ფინანსური დოტაციების შეწყვეტით.

ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის ერთიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხე უწოდა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის ნორმებთან შედარებით პრიორიტეტულად გამოაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი. თუკი პოლონეთი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, შესაძლოა მას არა მხოლოდ შეუწყდეს დაფინანსება ახლახან შექმნილი რეკონსტრუქციის ევროპული ფონდიდან, არამედ ამოქმედდეს მისთვის ევროკავშირში ხმის უფლების შეჩერების პროცედურა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლაში ტყუილი უწოდა მტკიცებულებას, რომ პოლონეთი ევროკავშირის დატოვებას აპირებს, რომ ვარშავა არ დაჰყვება „შანტაჟს“ და, ამასთან, დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

პოლონეთს, ისევე, როგორც უნგრეთს, სადაც ხელისუფლებაში ერთმანეთის მსგავსი მემარჯვენე-პოპულისტური მთავრობები არიან, დიდხანს აქვთ კონფლიქტი ევროკავშირთან, რომელიც ამ ქვეყნებს ბრალს სდებს, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების შეზღუდვაში.

პოლონეთთან დაკავშირებული ვითარება განიხილება ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება. ყველა ლიდერი არ ემხრობა პოლონეთისთვის ევროპული ფონდიდან დაფინანსების გაყინვას. კერძოდ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გინტარას ნეუსედამ სამშაბათს პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ამორალური იქნებოდა და ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირის ერთიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG