Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთი შეზღუდვებს ამკაცრებს


როკის გვირაბი.
როკის გვირაბი.

რუსეთის ფედერაციამაც გაამკაცრა შემზღუდავი ღონისძიებები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის.

როკის გვირაბთან რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ და მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ჯერ სპეციალურ იზოლატორში, შემდეგ კი სამედიცინო კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

ქვემო ზარამაგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეების და მებაჟეების გარდა, დაამატეს კიდევ ერთი ოფიცერი, რომელიც ტემპერატურას უზომავს ავტომანქანების მძღოლებს და მგზავრებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციისკენ გადაადგილდებიან. როგორც საბაჟოს თანამშრომელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუმარტა, „მაღალი ტემპერატურის მქონე მგზავრები იგზავნება საბაჟოს ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ იზოლატორში და იქიდან ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ".

ტრანსკავკასიური მაგისტრალი არის ერთადერთი გზა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. 18 ოქტომბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ახალი შეზღუდვები დააწესა. დაიკეტა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირით, ხოლო ქორწილების და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება 1 დეკემბრამდე აიკრძალა.

XS
SM
MD
LG