Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში არმიის ავტობუსის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა


დამასკში აფეთქების შედეგად დამწვარი ავტობუსი, რომელშიც ჯარისკაცები ისხდნენ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი
დამასკში აფეთქების შედეგად დამწვარი ავტობუსი, რომელშიც ჯარისკაცები ისხდნენ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი

სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, 13 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა აფეთქების შედეგად დედაქალაქ დამასკში, რაც ასეთი, ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა წლების განმავლობაში.

სააგენტო SANA-ს თანახმად, გზაზე ჩადებული ორი ნაღმი აფეთქდა, როცა ავტობუსი ჯარისკაცებით გადადიოდა ხიდზე.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ფოტოებზე ჩანს დამწვარი ავტობუსი და გამნაღმველები, რომლებიც მახლობლად ჩადებული მესამე ნაღმის გაუვნებელყოფას ცდილობენ.

ლონდონში მყოფი, სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურე იტყობინება, რომ დახოცილია 14 პირი და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ბოლო წლებში, მას მერე, რაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიამ დაიკავა დედაქალაქის გარშემო რეგიონები, ასეთი თავდასხმები აღარ განხორციელებულა,

წელს ასეთი თავდასხმები არაერთხელ მოხდა. მათი სამიზნე არმიის ავტომანქანები იყო ქვეყნის აღმოსავლეთში. სავარაუდოდ, მათ უკან ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები დგანან.

ასადის ძალებმა დაიბრუნეს სირიის უდიდესი ნაწილი მოკავშირე ირანის და რუსეთის დახმარებით, რის მეოხებითაც მოხდა ძალთა წონასწორობის გადახრა სირიის მთავრობის მხარეს.

ათწლიანი კონფლიქტი, რომელშიც 350 ათასი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო, გაჩაღდა ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ და მათი ჩახშობის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG