Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინ გახშირდა მუქარა რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ


რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის თანამშრომლები ქვეყანაში კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავიანთი მისამართით მრავალრიცხოვან მუქარას იღებენ. შეტყობინებებში ხშირია მოკვლისა და სექსუალური ძალადობის შემცველი მუქარა. უმრავლეს შემთხვევაში ისინი გამოგზავნილია ანონიმური ექაუნთებიდან, მაგრამ, როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, მინიმუმ ორ შემთხვევაში მათი ავტორები აღმოჩნდნენ ღია წყაროები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ავითარებენ.

მედიაკორპორაცია რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ მუქარას უწოდა „ამაზრზენი“ და მოუწოდა ტაშკენტს, რათა დაუყოვნებლად აღიკვეთოს დამოუკიდებელი მედიის დაშინების პოლიტიკა.

უზბეკეთში დაბლოკილია რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის საიტი.

პრეზიდენტის არჩევნები უზბეკეთში 24 ოქტომბერსაა დანიშნული. ქვეყნის ცენტრალურმა კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ხუთი კანდიდატი, მათ შორის არის ამჟამინდელი პრეზიდენტი შავკატ მირზოიევი, რომლის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ ცენტრალური აზიის საკითხების ექსპერტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG