Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 1000-ს გადასცდა კორონავირუსით ერთი დღის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 1028 ადამიანი გარდაიცვალა. ოპერატიული შტაბის სტატისტიკა მოიცავს ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 34073 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 8 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო 226 353 - გარდაიცვალა. მაგრამ დემოგრაფების სტატისტიკით, რომელიც „როსსტატის“ მონაცემებს ეყრდნობა, ეს რიცხვი დაახლოებით სამჯერ მეტია და 690 000-ს აღწევს.

კოვიდვითარების გაუარესების გამო რუსეთის ხელისუფლებამ 30 ოქტომბერი და 7 ნოემბერი უქმე დღეებად გამოაცხადა.
სამთავრობო შტაბის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალი რჩება, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაიკლოს კორონავირუსის გავრცელების დონემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG