Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა


მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია.
მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია.

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამ წუთებში კოალიციური გუნდისა და პროგრამის პრეზენტაციას მართავს. მან მერის მოადგილეობის კანდიდატად დაასახელა პარტია „ლელო"-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ადამიანი, რომლის თბილისელების გვერდში დგომა, მე, როგორც ამ ქალაქში დაბადებულ ერთ ადამიანს, მაძლიერებს", - თქვა მელიამ ხაზარაძის შესახებ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა პროფესიონალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მერიაში მუშაობს, შეინარჩუნებს ადგილს.

​ნიკა მელია აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ დატოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას და მხოლოდ პარტიის წევრად დარჩება.

მელიას თქმით, ყველა პრობლემის გზა არის მრავალფეროვნება, მიუხედავად იმისა, ის მასშტაბურია თუ მცირე. როგორც ის აღნიშნავს, ისტორიაში პირველად თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში იქნება კოალიციური გუნდი.

არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მელიას კონკურენტი იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე, 30 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG