Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდის კანდიდატურები წარადგინა- ნახეთ სრული სია


30 ოქტომბერს დანიშნული თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის შესაძლოა შემადგენლობა, მათ შორის მერობის მოადგილების კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან:

  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე - „ლელო"-ს ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - „დროა"-ს ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე.

ნიკა მელიამ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატურებიც სხვადასხვა პარტიიდან წარადგინა, მათი ნაწილი კი უპარტიოა.

  • ჯანდაცვისა და სოციალური სამსახური - სოფო ჯაფარიძე („ნაციონალური მოძრაობა")
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი („ლელო");
  • შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო";
  • შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა („ერთიანი საქართველო");
  • მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი („ნაციონალური მოძრაობა");
  • იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა („დროა");
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა („ნაციონალური მოძრაობა");
  • ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი („ნაციონალური მოძრაობა");
  • გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე („ნაციონალური მოძრაობა");
  • ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი („ლელო");
  • ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე („ლელო");
  • საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე („ერთიანი საქართველო");
  • ისნის გამგეობა - ლანა გალდავა („ლელო");
  • სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე („ლელო");
  • კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა („ნაციონალური მოძრაობა");
  • მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი („ლელო")
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი („ლელო").

არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას კონკურენტია მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე.

დედაქალაქში ოპოზიციური კოალიციური გუნდის პრეზენტაცია მუნიციპალურ არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე მოხდა. არჩევნების მეორე ტური თბილისის გარდა 4 დიდ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ტარდება. მეორე ტურების უმრავლესობაში ერთმანეთს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG