Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: უნდა გავიმარჯვოთ, ქვეყანა რომ გადავიდეს, რეალურად, განვითარებასა და პროგრესზე


საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო კანდიდატები თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვებენ. მან მარტვილში ყოფნის დროს გააკრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი და თქვა, რომ ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისთვის საჭიროა მათი გამარჯვება.

"20-ვე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად, განვითარებასა და პროგრესზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაქში. თვითმმართველ ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატები წინა სახელისუფლებო პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს უპირისპირდებიან. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG