Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ IMF-თან 564 მილიონი დოლარის დროებითი სესხის შესახებ შეთანხმებას მიაღწია


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა.

მოლდოვამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 564 მილიონი დოლარის დროებითი სესხის შესახებ შეთანხმებას მიაღწია 40-თვიანი პერიოდისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ სესხის პირველი, 81-მილიონიანი ტრანშის მიღება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც დეკემბერში გაიმართება IMF-ის ხელმძღვანელთა და მისი დირექტორთა საბჭოს შეხვედრა.

ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის. IMF-ის თანახმად, 2021 წლისთვის მოლდოვის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,5%-ია. მაგრამ, IMF-ის თქმით, ამ მაჩვენებელს საფრთხეს უქმნის COVID-19-ის ახალი ტალღები და ასევე მოლდოვის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, ენერგომატარებლების მაღალი ფასები და პოტენციური პოლიტიკური არასტაბილურობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG