Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს


რუსეთში, როსტოვის რეგიონში მდებარე ბირთვული ელექტროსადგური ქსელიდან გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს. მაგრამ, როგორც ელექტროსადგურის ოპერატორი იტყობინება, რადიაციის დონე ნორმალურია.

„მეორე ენერგობლოკი ქსელიდან გათიშეს თბომექანიკური მოწყობილობის რემონტისთვის“, განაცხადა 21 ოქტომბერს „როსენერგოატომმა“, სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს, „როსატომის“ შვილობილმა კომპანიამ.

მანამდე როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს შედუღებულ მილში, რომელიც ტენიანობისა და ორთქლის დონის კონტროლისთვის გამოიყენება.

„როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ მილი არ შეიცავს რადიაციას.

რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ელექტროსადგურში რადიაციის დონე ნორმალურია.

ოთხბლოკიანი ატომური ელექტროსადგური რეგიონის დედაქალაქ როსტოვიდან 250 კილომეტრზე მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG