Accessibility links

site logo site logo

სამხრეთმა კორეამ ორბიტაზე ვერ გაიყვანა თანამგზავრის მაკეტი საკუთარი წარმოების პირველი მზიდი რაკეტით


სამხრეთმა კორეამ სამიზნე ორბიტაზე ვერ გაიყვანა მასიური გაბარიტის კოსმოსური თანამგზავრის მაკეტი ისტორიაში საკუთარი წარმოების პირველი მზიდი რაკეტით. რაკეტის მესამე საფეხურის ძრავამ დაგეგმილზე 46 წამით ნაკლებ ხანს იმუშავა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

სამხრეთმა კორეამ 21 ოქტომბერს გაუშვა პირველი მზიდი რაკეტა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიგნით არის დამზადებული. რაკეტა „ნურის“ სტარტი ადგილობრივი დროით 17 საათზე შედგა პროვინცია ჩოლა-ნამდოს კოსმოდრომ ნაროდან, რომელიც დედაქალაქ სეულიდან 470 კილომეტრზე მდებარეობს.

დღეისთვის მხოლოდ ექვს ქვეყანას - აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, იაპონიასა და ინდოეთს მოეპოვებათ საკუთარი წარმოების მზიდი რაკეტები, რომლებსაც ერთ ტონაზე უფრო მძიმე ტვირთის გატანა შეუძლიათ კოსმოსურ ორბიტაზე, იუწყება Yonhap-ი. „ნურის“ წყალობით სამხრეთი კორეა მეშვიდე ასეთი ქვეყანა უნდა გამხდარიყო. მზიდი რაკეტის შემდეგი გამოცდა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG