Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფლების დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა ყველა დატუსაღებული ყირიმელის გასათავისუფლებლად დახმარების თხოვნით მიმართა ბაიდენს 


ვლადისლავ ესიპენკო, რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტი, სასამართლოზე სიმფეროპოლში, 2021 წლის 28 სექტემბერი

ვლადისლავ ესიპენკომ, რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და კანონმდებლებს მიმართა, მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ გაათავისუფლონ 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ არიან დაკავებულნი მათი საქმიანობის გამო ყირიმში.

ესიპენკო, რომელიც მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, გამოვიდა მიმართვის წერილით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული 21 ოქტომბერს უკრაინის საელჩოში ვაშინგტონში.

ესიპენკომ მოუწოდა ბაიდენს და კონგრესის წევრებს, "მკაფიო სიგნალი" გაეგზავნათ რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის, იმის შესახებ, რომ "ამერიკა უკრაინასთან დგას“. ის ითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევა ყირიმში და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

წერილი აშშ-ში ესიპენკოს ცოლმა, კატერინა ესიპენკომ წაიღო, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება ოფიციალურ პირებთან შეხვედრის მიზნით. სტუმრობის მიზანია, ყირიმში ვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG