Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ გააძევა ორი რუსი დიპლომატი


კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი
კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი

კოსოვომ გადაწყვეტილება მიიღო, გააძევოს ორი რუსი დიპლომატი და მოსკოვს ბრალი დასდო „მადესტაბილიზებელ“ ქმედებაში.

კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ, 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოსოვოში რუსეთის ურთიერკავშირის ოფისის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადნენ და მათ მოუწოდეს, დატოვონ კოსოვო.

ოსანიმ განაცხადა, რომ კოსოვო მოწოდებულია ებრძოლოს რუსეთის და „რეგიონში მისი მარიონეტების“ მავნე გავლენას, რომლებსაც მან ბრალი დასდო კოსოვოს, აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მიღწეებისთვის ძირის გამოთხრაში.

„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ დავუშვათ მცდელობა, გახდეს კოსოვო და ჩვენი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მადესტაბილიზებელი ამბიციების მსხვერპლი“ - განაცხადა მან.

არ არის ცნობილი, რა ქმედებისთვის გააძევეს რუსი დიპლომატების.

რუსეთმა ურთიერთკავშირის განყოფილება კოსოვოში გახსნა 2005 წელს, სერბიის ყოფილი ოლქის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

სერბეთი და მისი ახლო მოკავშირე რუსეთი არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

აშშ-მა და დასავლეთის ქვენების დიდმა ნაწილმა კოსოვო აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად მას მერე, რაც პრიშტინამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს. 1998-1999 წლებში ომი გაჩაღდა სერბულ ძალებსა და ეთნიკური ალბანელების რაზმებს შორის, რაც ნატოს ავიაციის მიერ სერბეთის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG