Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის ერთობლივი თავდაცვის გეგმებს, რომლებიც ნატოს აძლიერებს 


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მიესალმა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გეგმებს და განაცხადა, რომ ეს ავსებს დასავლეთის უშიშროების ალიანსს. ევროპის კავშირი, საფრანგეთის ხელმძღვანელობით, ესწრაფვის განახორციელოს გეგმა ერთობლივად იარაღის განვითარების და ევროპის კავშირის ძალების შექმნის შესახებ, რომელიც კრიზისულ ვითარებებში ამოქმედდებოდა.

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის მეთაურობით იქ განთავსებული ჯარების ქაოტურმა გამოყვანამ ცხადყო უფრო დიდი "სტრატეგიული ავტონომიის" საჭიროება. სხვა ქვეყნებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ევროპის კავშირის ყოველგვარ ძალებს დასჭირდებათ აშშ-ის სამხედრო პოტენციალი.

რუსეთის მზარდმა სამხედრო ყოფნამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპის კავშირსა და ნატოს შორის ერთობლივი მოქმედების აუცილებლობა.

"რისი დანახვაც გვსურს, ესაა ინიციატივები, რომლებიც შეესატყვისება იმას, რასაც ნატო აკეთებს", განაცხადა ოსტინმა ნატოს სამიტის პრეს-კონფერენციაზე ბრიუსელში, 22 ოქტომბერს. მან დასძინა, რომ ალიანსმა უნდა შექმნას "საიმედო შეკავება და დაცვა".

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის და წყნარი ოკეანეების რეგიონში ევროპული და ამერიკული სტრატეგია ფეხდაფეხ მიჰყვება ჩინეთის სამხედრო ზრდის მიერ მოტანილ გამოწვევებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების უშიშროების ახალი ალიანსი ავსტრალიის, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რომელიც AUKUS -ის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელმაც მნიშვნელოვანი შეთანხმება გააუქმა ფრანგული წყალქვეშა ნავების შესახებ, გამოიყენა არგუმენტად ევროკავშირის უფრო ძლიერი თავდაცვისთვის სასარგებლო არგუმენტების გასამყარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG