Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. 1790​-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 487 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4467​ შემთხვევა.

23 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8,51%,
  • ბოლო 14 დღის მანძილზე - 8,94%;
  • ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,09%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:

  • 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286;
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.
  • 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში;
  • 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 688 804 შემთხვევა. მათგან 626 478​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9699 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG