Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მსაჯულებმა ჯულიანის ყოფილი მოკავშირე, ლევ პარნასი დამნაშავედ ცნეს ფინანსური კანონის დარღვევაში


ლევ პარნასი და რუდი ჯულიანი
ლევ პარნასი და რუდი ჯულიანი

22 ოქტომბერს აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის მოქალაქე, უკრაინული წარმოშობის ლევ პარნასი - რომელიც ერთ დროს ნიუ-იორკის მერის, რუდი ჯულიანის ახლო მოკავშირე იყო - დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონების დარღვევაში 2018 წლის არჩევნებზე.

პარნასი დამნაშავედ ცნეს ფედერალური საარჩევნო კანონის დარღვევის ექვსივე შემთხვევაში, რომლებიც მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი - მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის უკანონო დახმარებაში წვლილის შეტანაში აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში, თანხების სხვების სახელებით გაღებასა და ფედერალური საარჩევნო კომისიის მოტყუებაში.

ნიუ-იორკის პროკურორების თქმით, პარნასმა რუსი ბიზნესმენის, ანდრეი მურავიოვის თანხები გამოიყენა კანდიდატების დასაფინანსებლად, და ამ ფულის წარმომავლობის შესახებ იცრუა.

პარნასს და მის ყოფილ მოკავშირე იგორ ფრუმანს, საბჭოეთში დაბადებულ ფლორიდელ ბიზნესმენს, ბრალად დასდეს მურავიოვისგან თანხების მოპოვება კანდიდატების დასაფინანსებლად შტატებში, სადაც მათი ჯგუფი კანაფის თავიანთი ბიზნესისთვის ლიცენზიის მოპოვებას ცდილობდა.

მურავიოვის კიდევ ერთი მოკავშირე, აშშ-ის უკრაინული წარმოშობის მოქალაქე, ანდრეი კუკუშკინი პარნასთან ერთად წარდგა სასამართლოს წინაშე. კუკუშკინი ერთ ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ.

განსასჯელთა ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათი კლიენტები არ მონაწილეობდნენ კამპანიის დაფინანსებაში და ისინი ბიზნესს აწარმოებდნენ, მათ შორის, ენერგეტიკული კომპანიის და მარიხუანის კანონიერ სტარტაპებს. პარნასის ადვოკატის თქმით, მურავიოვის თანხები ბიზნესსაქმიანობაზე იხარჯებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG