Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერიამ "საპატიო თბილისელები" დააჯილდოვა


თბილისის მერიამ "საპატიო თბილისელები" დააჯილდოვა. ჯილდო სულ 13 მოქალაქეს გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

ჯილდო გადაეცათ:

  1. რისმაგ გორდეზიანი - ფილოლოგი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
  2. აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
  3. ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
  4. რამაზ ყურაშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
  5. დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი, მოკრივე;
  6. ლილი კინწურაშვილი - თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსის მთავარი სპეციალისტი;
  7. ელგუჯა ბურდული - მსახიობი;
  8. პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი;
  9. ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი;
  10. ბადრი ქუთათელაძე - მწერალი;
  11. გრიშა ჩიგოგიძე - პიონერფილმის ხელმძღვანელი;
  12. დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი;
  13. გივი ღამბაშიძე - ზეინკალი.

ეს ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც საპატიო თბილისელების გამოსავლენად თბილისის მერია ბოლო წლების განმავლობაში იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG