Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მეხუთე დღეა სარეკორდო მაჩვენებელს აღწევს COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი


რუსეთმა 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის შედეგად დაიღუპა 1,075 ადამიანი - რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მეხუთე დღეა სარეკორდო ნიშნულზეა. ხელისუფლება ემზადება ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების დახურვისთვის, დედაქალაქში კი ლოკდაუნის გამოცხადებისთვის.

23 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით დაავადდა 37,678 ადამიანი, რაც ასევე სარეკორდოდ მაღალ მონაცემს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვაქცინა რუსეთმა შექმნა, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით მესამედია აცრილი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა აიცრან და დაამტკიცა სამუშაო ადგილების დახურვის გეგმა, რომელიც ნოემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. მოსკოვის მესვეურები 28 ოქტომბრიდან ნაწილობრივ ლოკდაუნს აამოქმედებენ, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ აუცილებელი მაღაზიები, მათ შორის აფთიაქები და სუპერმარკეტები იმუშავებს.

XS
SM
MD
LG