Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქცეული ავღანელი მფრინავები ამბობენ, რომ თალიბანი მათ ნათესავებს ემუქრება


ავღანეთის სამხედრო მფრინავები, რომლებმაც ქაბულზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ თავი ტაჯიკეთს შეაფარეს, აცხადებენ, რომ თალიბანი მათგან დაბრუნებას მოითხოვს, მათი ნათესავების დახოცვის მუქარის გზით.

აშშ-ის ძალების მიერ გაწვრთნილი ავღანელი მფრინავები ამბობენ, რომ მათი სამგზავრო საბუთების შედგენა უკვე დასრულებულია და იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ აშშ-ში გამგზავრებას. მაგრამ ორმა ავღანელმა მფრინავმა, რომლებიც თავს დუშანბეს შემოგარენში მდებარე სანატორიუმს აფარებენ, რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს 23 ოქტომბერს უთხრა, რომ თალიბანი ცდილობს მათ იძულებას, დაბრუნდნენ ავღანეთში.

ერთ-ერთმა პილოტმა, რომელიც თავის სახელს არ ამხელს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თალიბანის წევრებმა ავღანეთში მის ვაჟს სცემეს და ახლა ბიჭის მოკვლით იმუქრებიან, თუკი მფრინავი ქვეყანაში არ დაბრუნდება. მეორე მფრინავი ჰყვება, რომ თალიბანის წარმომადგენლები მისი ოჯახის წევრების რამდენიმე სახლში მივიდნენ და პილოტის ავღანეთში დაბრუნება მოითხოვეს. როგორც ამ მფრინავმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, თალიბანს აქვს სია 143-ვე ავღანელი მფრინავისა, რომლებიც ამჟამად ტაჯიკეთში იმყოფებიან. მისი თქმით, თალიბანის წარმომადგენლები ყველა მფრინავზე ზრდიან ზეწოლას, ავღანეთში მათი ნათესავების მიმართ მუქარის გზით.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა უარყო ცნობა, რომ თალიბანი მფრინავთა ნათესავებს ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG