Accessibility links

site logo site logo

რუსეთში გასცეს ციხეში წამების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის დაპატიმრების ორდერი


რუსეთში გასცეს დაპარტიმრების ორდერი ყოფილ პატიმარზე, რომელმაც აღიარა, რომ გაავრცელა მძიმე ვიდეო მტკიცებულება ციხეში პატიმრების წამების შესახებ. მტკიცებულებაში ასობით შემთხვევაა ასახული, როცა პატიმრებს ციხის მესვეურთა დავალებით სხვა პატიმრები აწამებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ოქტომბერს ბრალდების დაკონკრეტების გარეშე გასცა დაპატიმრების ორდერი ბელარუსული წარმომავლობის სიარჰეი საველიეუს მიმართ. პატიმრების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, Gulagu.net-ის თანახმად - რომელმაც ვიდეოჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა - მოსკოვი აპირებს ინტერპოლს გაუგზავნოს საველიეუს ინფორმაცია, მისი ექსტრადიციის მოთხოვნით.

ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ საველიეუმ რუსეთი დატოვა და საფრანგეთში ცდილობს პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას. Gulagu.net-ის დამფუძნებელმა, ვლადიმირ ოსეჩკინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია საველიეუსგან მიღებულ მთელ მასალას გაუგზავნის საფრანგეთის შესაბამის უწყებებს. მისი თქმით, ჯგუფი ასევე ინტერპოლს მიმართავს თხოვნით გააუქმოს ქსელში რუსეთის მონაწილეობა მანამ, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება ციხის და სასამართლო სისტემის რეფორმა, რამაც წამების აღმოფხვრა უნდა მოიცვას.

Gulagu.net-ის მიერ მიმდინარე თვეში ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ სამსახურებიდან გაათავისუფლეს ციხის ხუთი მაღალი რანგის თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG