Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის ხელმძღვანელი: ირანის ობიექტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის სადამკვირვებლო პროგრამას


რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი
რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაციის სადამკვირვებლო პროგრამას ირანში შეზღუდვებს უქმნიან მნიშვნელოვან ობიექტზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ ირანის ბირთვული პროგრამის "სურათის რეკონსტრუქციას".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ამ განცხადებებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გროსი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, იმ ფონზე, როცა 2015 წლის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები ირანს მოუწოდებენ მოლაპარაკებას დაუბრუნდეს ხელშეკრულების აღდგენის მიზნით.

წელს უფრო ადრე, მას შემდეგ, რაც ირანმა IAEA-ის სპეციალისტებს შეუწყვიტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სწრაფი შემოწმებების ჩატარების უფლება, გროსიმ მიაღწია შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ირანი ბირთვულ ობიექტებზე IAEA-ის კამერებს ჩართულს დატოვებდა. გროსის თქმით, ირანმა IAEA-ს მისცა ამ კამერებთან წვდომის საშუალება, გარდა იმ კამერებისა, რომლებიც მდებარეობს თეირანთან ახლოს მდებარე ობიექტზე. ეს ობიექტი ივნისში დაზიანდა, რასაც ირანი ისრაელის მხრიდან საბოტაჟად მიიჩნევს და IAEA-ს მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ამ შეტევის შესახებ. გროსის თქმით, ირანი თავდასხმის შესახებ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს ობიექტზე IAEA-ის არდაშვების საბაბად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG