Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, გავრცელებული მოლოდინით გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი მოიპოვებს


24 ოქტომბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, როგორც მოელიან, მოქმედი პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი მეორე ვადით მოიპოვებს გამარჯვებას, ოპოზიციური კანდიდატების არარსებობის ფონზე.

მირზოევს უპირისპირდება ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის, სადაც 35 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

პირველი ვადის ამოწურვისას მირზოევს სირთულეები შეექმნა იმ აღქმასთან დაპირისპირებაში, რომ მისი მთავრობა ბევრი თვალსაზრისით იმეორებს მისი ვეტერანი წინამორბედის, ისლამ ქარიმოვის ავტორიტარულ მართვას. მირზოევმა შუა აზიის ეს ქვეყანა გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის, გააუმჯობესა უზბეკეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, შეამსუბუქა ქარიმოვის პერიოდის დროს შემოღებული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლებაზე და ათობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მაგრამ, მისი წინამორბედის მსგავსად, მირზოევი ფაქტობრივად შეუზღუდავ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს უზბეკეთში და მის ნათესავებს ადანაშაულებენ ამ ძალაუფლების გამოყენებაში სიმდიდრის დაგროვების მიზნით.

მირზოევის ადრეული მიღწევების ნაწილს ჩრდილი მიაყენა COVID-19-ის პანდემიამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG