Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები "უსახლკარო მოქალაქეების" სიას დაემატონ


რუსეთმა დაგმო ვაშინგტონის გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები დაემატებინა "უსახლკარო მოქალაქეთა" სიისთვის, რომლებსაც ვიზებზე განაცხადის შეტანა მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.

ეს გადაწყვეტილება რუსებს საშუალებას აძლევს აშშ-ის ვიზაზე განაცხადი შეიტანონ ვარშავაში, მათი ქვეყნის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ მაისში შეწყვიტა სავიზო განაცხადების უმეტესობის განხილვა, საელჩოს თანამშრომლების რუსეთში დაქირავების მოსკოვის მიერ აკრძალვის გამო.

აშშ "უსახლკაროს" უწოდებს განაცხადის გამკეთებელ იმ პირებს, რომელთა ქვეყნებშიც აშშ-ის არ აქვს საკონსულო წარმომადგენლობა, ან სადაც საკონსულოს თანამშრომლებს არ შეუძლიათ ვიზების გაცემა პოლიტიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო. რუსეთი ამ სიაში მეათე ქვეყანა გახდა, კუბის, ერიტრეას, ირანის, ლიბიის, სომალის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ვენესუელის და იემენის შემდეგ.

"ამერიკელი დიპლომატები წლების განმავლობაში ანადგურებდნენ საკონსულო სამსახურს რუსეთში..." - წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა ტელეგრამზე და დასძენს: "მათ ტექნიკური პროცედურა, რომელიც რუტინულია 21-ე საუკუნისთვის, ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციეს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG