Accessibility links

site logo site logo

რატომ აღარ უნდა გვჯეროდეს თსუელი ლევაკების?


ავტორი: ლუკა კერესელიძე

თსუში 2018 წელს დიდი იმედებით აღვსილმა ჩავაბარე. წინასწარ გავეცანი რა უპირატესობები აქვს თსუს სხვა უნივერისტეტებთან შედარებით ან მინიმუმ თავიანთ საიტზე რა დაპირებებით ჯობიან სხვებს. მოვიხიბლე რომ არ დაგიმალოთ, იმ იმედით ვიყავი რომ თუ კარგად ვისწავლიდი მერე უცხოეთშიც გამიშვებდნენ რომელიმე დამეგობრებულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად და ასე საბოლოოდ გავიკვალავდი ცხოვრებისა და კარიერის გზას.

ყველაფერი კარგად გავაკეთე და ჩავაბარე კიდეც და დავიწყე მერე დაინტერესება და აღმოვაჩინე თუ რა ხდებოდა თსუში ჩემამდე, რა დასამახსოვრებელი პროცესები გაიარა ამ უნივერსიტეტმა 2000-იანებში ან შემდგომ, მაგალითად 2016 წლის მოვლენები და ოდეერები, ანაც მინისტრ სანიკიძის მიერ პატრიარქის დალოცვის გადაცემა მეპროტესტე სტუდენტებისადმი, ლაბორატორია 1918 და ა.შ.

თავიდან ნამდვილად მეგონა რომ ეს ყველაფერი საინტერესო და ისტორიული იყო, რომ სტუდენტების რაიმეს ცვლიდა, რომ ამით ხდებოდა დადებითი გარდატეხა, თუნდაც იგივე თსუს შიდა სამზარეულოში, მჯეროდა რომ ლაბორატორია 1918-ის წევრები გულანთებული ხალხი იყო და გულწრფელად სჯეროდათ, რასაც 2012-ში ან შემდგომ/იქამდე აკეთებდნენ, მაგრამ..

მაგრამ მერე იზრდები და გამოცდი 300 ლარიან სამუშაოს, იზრდები და ხედავ რომ ყველაფერი არც მთლად ისეა, როგორც ამბობდნენ სხვები, მერე ხედავ როგორაა დაყოფილი და სეგრეგირებული მოსახლეობა, ხედავ როგორ გაიპონტა ის ხალხი, ვინც გუშინ გაპონტილებს დასცინოდა და აპროტესტებდა, ხედავ როგორ სხედან თბილ სკამებში, ტელევიზიებსა თუ სხვა და სხვა დაწესებულებებში ის ხალხი, ვინც გუშინ კორუფციასა და ლუარსაბობას ამხელდა საქართველოში და გულწრფელად ყვიროდა სამართლიანობის მოთხოვნით, აღმოაჩენ რამდენი გაიძვერა ტიპი მოერგო სისტემას, რომლის დანგრევასაც გუშინ ხმაჩახლეჩილი ითხოვდა თსუს კიბეებსა თუ პარლამენტის წინ, ხედავ როგორ უტიფრად და ცინიკურად საუბრობენ დღეს იმავე საკითხებზე, რაზეც გუშინ დარდით ღამე გაათიეს.

ხედავ ამას და ბოლოს ხვდები, რომ ის ყველაფერი უბრალოდ ერთი გასროლა და დროებითი აღტკინება იყო, რომ ის აქტივიზმი, ღამეების თენება და იდეის ქვეშ გაერთიანება უბრალოდ ტრაფარეტი იყო და მეტი არაფერი. და მერე გიტყდება რომ ოდესღაც იმ ტიპებს უსმენდი, ვისი დღეს დანახვაც გულს გირევს. გუშინ რომ კაპიტალიზმს ამხელდნენ და დღეს რომ პარტიულ ტელევიზიაში ოლიგარქს დაბადების დღეს ისეთი სიტყვებით ულოცავენ და ისე იღგზნებიან მისი ქებით, რომ უნებურად პირველი ფელაცია გაგახსენდება, და მომენტი როცა პირველად ჩაიდო გოგომ შენი პენისი პირში, და როგორ გსიამოვნებდა თითოეული წამი ეაკულაციამდე, და მერე ავლებ პარალელს თუ როგორ გავს ეს ორი ქცევა ერთმანეთს, ოღონდაც პირველი გულისამრევამდე საზიზღრობაა, მეორე კი სრულიად პირიქით.

და ჰო ახლა მთავარი კითხვა? რატომ აღარ უნდა გვჯეროდეს თსუელი ლევაკების აქტივიზმის? პასუხი მარტივია – სანამ ახალგაზრდები იმის კრიტიკას არ დაიწყებენ, რაც თავად თსუში ხდება იქამდე არანაირ უსამართლობაზე საუბარს აზრი არ აქვს. სანამ თსუს გადაღრძოებულ ლექტორებზე არ იქნება კრიტიკა და დაპირისპირება ლექტორის შემოსვლისას ფეხზე ადგომასთან ბოდიში, მაგრამ ვეღარ დავიჯერებ ნარკოპოლიტიკის კრიტიკას, სანამ თსუში თვითმმართველობა 24 000 ან მეტ ლარს ხარჯავს ერთ უაზრო კონცერტში და ამ თანხიდან ნაწილს იჯიბავენ მომავალი ვაზელინი პოლიტიკოსი ახალგაზრდები, იქამდე კორუფციაზე თსუელი ნუ მეტყვის ნურაფერს, სანამ უნივერსიტეტში რექტორი მთავრობასთან ერთად შეიცვლება, იქამდე ნუ იქნება განცდა, რომ ვინმე პარტიულობისგან გაიმიჯნება თსუში, სანამ საგნის არჩევა დასწრებაზეა იქამდე ნურავის ექნება განცდა, რომ ევროპაში თქვენ წასვლაზე ამოსდის ხალხს მზე და მთვარე, მოკლედ – ან კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა თავად თსუ, კორუფცია, კომკავშირი (ანუ თვითმმართველობა) და საღი აზრის დევნა ან იქამდე დიდი ბოდიში, მაგრამ მე თქვენი არც ერთი სიტყვის აღარ მჯერა, თუმცაღა ჩემი აზრი ვის აინტერესებს, მე ხომ არასაკმარისად ვაზელინი სტუდენტი ვიყავი და ვერ/არ დავამთავრე თსუ წითელ დიპლომზე სარფიანად დასაოჯახებლად.

P.S. ვინმემ ისე არ გაიგოს თითქოს კონცერტებს და გართობას ვემიჯნებოდე ან ვეწინააღმდეგებოდე, არანაირად, სტუდენტმა ყველაფერი უნდა ქნას ახალგაზრდობის წლებში, აქ პრობლემა იმაშია, რომ თქვენი ფულით და თქვენი გადასახადებით ვიღაც გუშინ მოსული ტიპები ჯიბეს ისქელებენ და პირველივე კურსიდან ეუფლებიან ქართული პოლიტიკის ვაზელინობის ხარისხის ამაღლების სწავლების კურსებს.

P.P.S. რახან ლევაკებს ვაკრიტიკებ არ ნიშნავს, რომ გირჩელი ან ენჯეოშნიკი ვარ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG