Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს ჩეჩენი, რომელმაც გროზნოს პოლიციაში წამების ფაქტები გამოააშკარავა


ჩეჩნეთის მცხოვრები, სალმან მუკაევი, რომელმაც ქალაქ გროზნოს პოლიციის განყოფილებაში წამების ამბავი გამოააშკარავა და ევროპაში გაქცევას შეეცადა, შესაძლოა რუსეთს გადასცენ.
რადიო თავისუფლების პროექტ კავკაზ.რეალიის თანახმად, მუკაევი სომხეთში ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს და შეატყობინეს, რომ საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერალურ ძებნაში იმყოფება.

მაგრამ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, სომხეთი განიხილავს ასევე მუკაევისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას.

მუკაევში შარშან იანვარში ჩეჩნეთში დააკავეს და გადაიყვანეს გროზნოს პოლიციის სამმართველოს ლენინის რაიონის განყოფილებაში, სადაც მას ბრალად წაუყენეს ჰომოსექსუალიზმი. მას შემდეგ, რაც მუკაევმა ბრალდება უარყო, პოლიციელებმა მას წამება დაუწყეს.

საბოლოოდ, დაკავებულს, მისი ჩვენებით, აიძულეს ხელი მოეწერა სუფთა ფურცლისთვის და გააფრთხილეს, რომ თუ ალაპარაკდებოდა, იარაღის უკანონო შენახვისთვის წაუყენებდნენ ბრალს. პოლიციიდან გათავისუფლების შემდეგ, მან მიღებული ტრავმები დააფიქსირა და საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი შეიტანა. მაგრამ სალმან მუკაევის წამების თაობაზე კომიტეტში საქმე არ აღუძრავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG