Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია ხელისუფლების კრიტიკას პასუხობს: კაი, ჩემო ძმაო


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღის ბოლოს დღის განმავლობაში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს აჯამებს და კიდევ ერთხელ ხსნის, რას ეფუძნებოდა მათი დასკვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მან "ფეისბუკზე" დაწერა, რომ მისი უწყების ექსპერტებმა შეაფასეს იყო თუ არა კონსულიუმის მიერ მითითებული სამედიცინო აღჭურვილობა "ციხის საავადმყოფოში", სადა ხელისუფლება სააკაშვილის საჭიროების შემთხვევაში გადაყვანას უპირებს.

"ამას მოყვა შემდეგი რეაქციები: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული; ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ; დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა?!. კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი... :)))" - წერს ლომჯარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

XS
SM
MD
LG