Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% არიან მოზარდები - ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 6 379 ბავშვს


ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება კოვიდ-პაციენტებისათვის. ი. ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკა
ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება კოვიდ-პაციენტებისათვის. ი. ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აწოდებს ინფორმაციას მოზარდა ინფიცირების შესახებ. მისი თქმით, საქართველოში არსებული სტატისტიკის მიხედვით, ბავშვები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენენ.

ამ დრომდე საჭირო გახდა 6 379 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, 103 927 ინფიცრებული მოზარდიდან. ბავშვთა ინფიცირების 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალური შედეგით.

"თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა სხვა შემთხვევაში გვქონდა მძიმე თანმდევი გენეტიკური დაავადებები" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში მოზარდების აცრა შესაძლებელია 15 წელს ზემოთ. ასევე შეიძლება აიცრან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები თუკი ისინი რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა 33%-საც ვერ აღწევს, ერთი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36%. მზარდია ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების მაჩვენებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე შედგენილი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით საქართველოში კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღეს ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ გეგმის შესრულება შესაძლებელია, თუკი ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 17-20 ათასი ვაქცინა გაკეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG