Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში პოლიტპატიმრების ცნობილ ადვოკატს ლიცენზია ჩამოართვეს


ნატალია მაცკევიჩი

ბელარუსელი ადვოკატი ნატალია მაცკევიჩი გარიცხეს კოლეგიიდან. ამის შესახებ ის ტვიტერში იტყობინება თავის გვერდზე. მანამდე ის სასამართლოში იცავდა პოლიტიკურ პატიმრებს სიარჰეი ციხანოუსკისა და ვიქტარ ბაბარიკას.

„ვცვლი სტატუსს არა-ადვოკატობაზე. კოლეგებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ამაყი რიგებიდან გამრიცხონ. შემეცოდა ისინი...“ - დაწერა მაცკევიჩმა.

როგორც ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს ბრძანებულებაშია ნათქვამი, მისი გარიცხვის მიზეზი გახდა დისციპლინარული საქმე, რომელიც მაცკევიჩის წინააღმდეგ აღიძრა.

ის ბელარუსში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ადვოკატად ითვლება. მაცკევიჩი სასამართლოში იცავდა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ვიქტარ ბაბარიკას და დამოუკიდებელი პროფკავშირის, რეპ-ის ხელმძღვანელს, გენადი ფედინიჩს. ის ასევე წარმოადგენდა უგზო-უკვლოდ დაკარგული პოლიტიკოსის, იური ზახარენკოს დედის, ულიანა ზახარენკოს ინტერესებს.

ამჟამად მაცკევიჩი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სიარჰეი ციხანოუსკის ადვოკატია. ციხანოუსკის სასამართლო პროცესი 24 ივნისიდან მიმდინარეობს გომელში დახურულ რეჟიმში.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG