Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნება" აქციაზე ადრე მისულ მხარდამჭერებს მუსიკით ამხნევებს


​"ქართული ოცნება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციის დაწყებამდე მისულ მოქალაქეებს მუსიკით ამხნევებს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ მიაწოდა.

"ვისაც ადრე მოუწევს მოსვლა, სამი საათიდან, გუფი ლენდი, გელა გნოლიძის ბენდი და ზუკა ხუციშვილის ბანდები გაამხნევებენ და შექმნიან ფონს... კარგი ამინდია, კარგ ევროპულ ქალაქში, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ცენტრში", - თქვა ბაკურ ბაკურაძემ.

მან დამატებით "რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ ამ აქციის ნაწილია საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსიის გაჟღერება. სწორედ ამ სიმღერით იგეგმება აქციის გახსნა.

აქცია 17:00 საათზე იწყება.

დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG