Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012-ში ივანიშვილის ლიდერობით ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ ანტიეკლესიური ძალა


"დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.

2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მიერ გამართულ ხალხმრავალ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რა არის საქართველოს არჩევანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG