Accessibility links

site logo site logo

ტაჯიკეთმა დაამტკიცა თავის ტერიტორიაზე ჩინეთის სამხედრო ბაზის მშენებლობა


ტაჯიკეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ჯარების ერთობლივი პატრული. 2017 წ. ფოტო.

ტაჯიკეთმა დაამტკიცა ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის მახლობლად ჩინეთის სამხედრო ბაზის მშენებლობა, რაც რეგიონში პეკინის მზარდი გავლენის ნიშნად აღიქმება.

ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 27 ოქტომბერს მოიწონა ბაზის მშენებლობა, რაც არის ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო უსაფრთხოების სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, აბდურაჰმონ ალამშოზოდამ განაცხადა, რომ ობიექტი განლაგებული იქნება სოფელ ვახონში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ პროვინციაში და რომ ბაზა იქნება ქვეყნის სპეციალური ძალების მფლობელობაში, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

კანონმდებლებმა თქვეს, რომ ბაზაში ტაჯიკეთის რეგულარული ჯარებიც იქნებიან.

ტაჯიკეთის მთავრობამ პეკინს ასევე შესთავაზა, რომ ჩინეთისგან სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ის ტაჯიკეთში არსებულ ჩინეთის კიდევ ერთ სამხედრო ბაზაზე სრულ კონტროლს გადასცემს პეკინს და უარს იტყვის სამომავლო საარენდო გადასახადზე. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც დუშანბეში ჩინეთის საელჩომ გაუგზავნა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG