Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: "ქართულმა ოცნებამ" აქციაზე ხალხი მოიყვანა იმის მოსასმენად, რასაც ტელევიზორში ისედაც უსმენენ


"ლელოს" ლიდერი და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ მერებს არ ირჩევენ და ეს გადამწყვეტი არჩევანი. მან "ფორმულას" ეთერში "ქართული ოცნების" 27 ოქტომბრის აქციაზეც ისაუბრა.

"ეს არ არის მხოლოდ მერის არჩევნები, ეს არის ახალ და ძველ მენტალიტეტს შორის არჩევნები. ადამიანები, რომლებიც დღეს მოიყვანეს "ქართული ოცნების" იმ შეკრებაზე, ისინი რას უკრავდნენ ტაშს? - უმუშევრობას; სიღატაკეს; ვიღაცის ბრძანებას - "თუ არ წამოხვალ, მოგხსნი"... მოიყვანეს იმისთვის, რომ მოესმინათ ის, რასაც ტელევიზორში ისედაც ისმენენ... აქ არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავალზე. მომავალი არის ახალი პროექტები, ევროპული გზა, მშენებლობა და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის იმ განცდის შექმნა, რომ არ წავიდნენ", - თქვა მელიამ.

დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა. დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, მათი დიდი ნაწილი მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან ჩაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG