Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა ვენის ტურნირს


ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალური ეტაპით დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეხუთე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, იტალიელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.

სამსეტიანი შეხვედრის პირველი სეტი ბასილაშვილმა მოიგო ტაიბრეიკით. მეორე და მესამე სეტებში კი მხოლოდ ხუთი ქულა აიღო - 2:6, 3:6.

მატეო ბერეტინისთან დაპირისპირებამდე, ავსტრიის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა - 7:5, 4:6, 6:3.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG