Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყოფილი ტუსაღი პატიმრების წამების ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო დაუსწრებლად გაასამართლეს


რუსეთის სარატოვის ოლქის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა ბელორუსი პროგრამისტი, სიარჰეი საველიეუ კანონით დაცული ინფორმაციის არასამართლებრივი გზით მოპოვებისთვის.

რუსეთი გეგმავს, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.

ეჭვმიტანილმა უფლებადამცავებს გადასცა ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მიერ პატიმრების წამება. ჩანაწერები ინახებოდა სისტემის საცავში, რომელსაც ის უწევდა ადმინისტრირებას.

საველიეუს დაუსწრებლად დაპატიმრების და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს სარატოვის ოლქის განყოფილების პრესსამსახურმა.

იქ არის სასჯელაღსრულების ფედერალური უწყების ტუბსაავადმყოფო, სადაც, საველიეუს მიერ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, აწამებდნენ პატიმრებს.

საველიეუზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. ის საფრანგეთში გაიქცა და იქ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

მის მიმართ წაყენებული მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას ოთხ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG