Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში მუშაობა დაიწყო დიდი ოცეულის სამიტმა


ჯო ბაიდენი იტალიაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა
ჯო ბაიდენი იტალიაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოების ლიდერები ჩავიდნენ იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც 30 და 31 ოქტომბერს G20-ის სამიტი იმართება. განსახილველ საკითხთა შორისაა გლობალური ეკონომიკური საკითხები და კლიმატის ცვლილება.

ეს არის დიდი ოცეულის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიამ მოიცვა და ყველა მაღალი დონის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის სახით იმართებოდა.

G20-ის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ კლიმატის ცვლილებაზე მსჯელობა გადაინაცვლებს გლაზგოში, სადაც გაეროს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება სათბურის გაზების ემისიის შემცირების საკითხზე.
ამ პრობლემის გადაჭრის გამო გრძელდება ზეწოლა დიდ ოცეულზე, რომელშიც შემავალ რამდენიმე ქვეყანაზე: ბრაზილიაზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, გერმანიასა და აშშ-ზე მოდის ატმოსფეროში სათბურის გაზების გლობალური ემისიის 80%.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, 29 ოქტომბერს მოუწოდა G20-ის ლიდერებს, რომ „მეტი ამბიცია გამოიჩინონ და მეტი გააკეთონ“ იმისათვის, რათა დაიძლიოს ერთმანეთის მიმართ უნდობლობა კლიმატის სფეროში საერთო მიზნის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG