Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ საარჩევნო უბანთან ნიკა მელიაზე ძალადობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის #62 უბანთან, ვაზისუბანში თბილისის მერობის კანდიდატზე, ნიკა მელიაზე ძალადობის გამო სისხლი სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევა საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე მოხდა - ნიკა მელიას ინტერვიუს მიცემის დროს თავში ხელი ჩაარტყეს.

"საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ შსს-ში.

მედიასაშუალების გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებში პირი ჩანს.

სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საარჩევნო უბანთან ძალადობა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვაზისუბანში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც #62 უბანზე შუქის ჩაქრობის გამო ნიკა მელია მივიდა. მისი თქმით, მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას უბნებზე შუქის ჩაქრობის გზითაც ცდილობდა.

"დადის და უნდა, რომ მიზეზი იპოვოს. სადაც მივლენ, ყველგან დახვდებიან. ეს უბანი აქვს მოგებული კახა კალაძეს და ზღაპარია ეგ ყველაფერი", - თქვა საპასუხოდ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბექა დავითულიანმა.

XS
SM
MD
LG