Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების ასკეტი ლიდერი, მოლა ახუნზადა პირველად გამოჩნდა ხალხის წინაშე სახელმწიფოს ლიდერად "არჩევის" შემდეგ


თალიბები მოლა ჰაიბათულა ახუნზადას სურათის წინ

თალიბების ლიდერი, 60 წლის მოლა ჰაიბათულა ახუნზადა, რომელიც ასკეტურად ცხოვრობს, 30 ოქტომბერს პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მას შემდეგ, რაც 2016 წელს იგი თალიბების უზენაესი ლიდერი გახდა. ქალაქ ყანდაარის მედრესეში ახუნზადამ ილოცა „წამებული“ თალიბებისთვის და „ღმერთს სთხოვა“ დააჯილდოოს ავღანეთის ჩაგრული ხალხი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ებრძოდა მჩაგვრელებსა და ურწმუნოებს“.

ამასთან არ გამოქვეყნებულა განსაკუთრებული დაცვის ზომების ქვეშ გამართული ამ საჯარო გამოსვლის ამსახველი არც ვიდეო და არც ფოტო მასალა. თავისი 10 წუთიანი მიმართვის დროს ახუნზადამ ასევე დალოცა ის მოხელეები, რომლებსაც ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნისთვის „დიდი განსაცდელის“ გადატანა უხდებათ.

რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში, 7 სექტემბერს ქვეყნის ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაასახელა.

სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელად დასახელდა თალიბანის 60 წლის ლიდერი, მოლა ჰაიბათულა ახუნზადა.

ავღანეთი თალიბანმა გამოაცხადა ისლამურ საამიროდ, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშ იქნება.

დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ თალიბანს ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG