Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის ჰოსპიტალში იმყოფება ყარაჯალაში მომხდარი ჩხუბისას დაშავებული 3 პირი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში წუხელ მომხდარი ჩხუბისას დაშავებული 3 პირი თელავის რეფერალურ ჰოსლიტალში იმყოფება. სამივე ყარაჯალის მცხოვრებია. ექიმების ინფორმაციით, ორს გარეგანი დაზიანებები აქვს, ერთს კი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ყარაჯალაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის, ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

შსს-ს მიერ დღეს, 1 ნოემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 15-მდე მოქალაქე მონაწილეობდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებსაც.

გვიან ღამით, თელავის პოლიციის სამმართველოს შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირების ახლობლები და თანასოფლელები, რომლებიც დამნაშავის გამოვლენას მოითხოვდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. გამოძიება დაწყებულია ძალადობის და პოლიციელებზე თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG