Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ ძალიან დაბალია


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1402 ადამიანი.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრიდან. გასულ თვეში, ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში დაიწყო „ვაქცინაციის მარათონი“, თუმცა, აცრის სტატისტიკის თანახმად, ვაქცინაციის ტემპი ისევ ძალიან დაბალია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 978 857 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 36.5%. სრულად ვაქცინირებულია - 940 546, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ია.

პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო 80%-ის ვაქცინაცია.

ამ დროისთვის, საქართველოში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია შესაძლებელია "ფაიზერის", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG