Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მდებარე სამხედრო საავადმყოფოს წინ ორი მძლავრი აფეთქება მოხდა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სამხედრო საავადმყოფოს შორიახლოს 2 ნოემბერს ორი მძლავრი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფეთქების შემდეგ ადგილი ჰქონდა სროლას.

ფოტოგრაფების კამერებმა შავი კვამლი სარდარ მოჰამედ დაუდ ხანის საავადმყოფოდან 400 მეტრის დაშორებით დააფიქსირეს.

პაციენტები და მედპერსონალი, უსაფრთხოების მიზნით, საავადმყოფოს სარდაფში გადაიყვანეს, ხოლო შემთხვევის ადგილზე თალიბანის სპეცდანიშნულების რაზმი გაიგზავნა.

ავღანეთის სამთავრობო წყაროები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG