Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის მხარდამჭერი ამბობს, რომ რუსთავის #12 დაწესებულებასთან თავს დაესხნენ


გიორგი ბალხამიშვილი
გიორგი ბალხამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მას თავს სამი პირი დაესხა, რუსთავის #12 პენიტენიურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის აქციის შემდეგ.

ბალხამიშვილი ამბობს, რომ აქციიდან წამოსულს სამი ადამიანი აედევნა და როცა ციხის ტერიტორიას გასცდა 400-500 მეტრით, მას უკნიდან თავს დაესხნენ.

„მირტყამდნენ სახეში და ტანზე, ხელებით და ფეხებით", - თქვა ბალხამიშვილმა, რომელსაც სახის არეში დაზიანებები აქვს. მისივე თქმით, პოლიცია იქვე იდგა, თავდამსხმელებს გაეკიდა, მაგრამ „მგონი ვერ დაიაჭირა".

ბალხამიშვილის თქმით, მან ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო, რომელიც სოციალურ ქსელში ემუქრებოდა, ოპოზიციური აზრის გამოხატვისთვის. ინციდენტის ადგილზე პოლიციამ ოქმი შეადგინა, ბალხამიშვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG