Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო წილოსანის თქმით, ელენე ხოშტარია შიმშილობის დაწყებით სახელმწიფოს აშანტაჟებს


საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ნინო წილოსანი კოლეგის, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობას "სახელმწიფოს შანტაჟს" უწოდებს. ასე შეაფასა მან კოლეგის პროტესტის ფორმა.

"ეს არის შანტაჟის ფორმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში შესაბამისმა სტრუქტურამ [პენიტენციურმა სამსახურმა] არ მიიღო ეს [სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის] გადაწყვეტილება... ამ შემთხვევაში ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს", - თქვა წილოსანმა.

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მოთხოვნაა, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ელენე ხოშტარიას თქმით, იშიმშილებს მანამ, სანამ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ და მისი ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG