Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დაკავებული აქტივისტები სამტრედიის პოლიციაში რჩებიან


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, მიშო მუმლაძე და აქტივისტი, იმედა ონიანი ამ დრომდე სამტრედიის პოლიციაში რჩებიან. მათ ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას. ესენია: 150-ე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

სასამართლო პროცესი ხვალ, 6 ნოემბერს არის დანიშნული. როგორც დაკავებული აქტივისტების ადვოკატი, ელისო დათუსანი ამბობს, 173-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 2000 ლარიდან.

მიშო მუმლაძე და იმედა ონიანი 4 ნოემბერს, გვიან საღამოს, ქუთაისში იმ ბანერის გაკვრის დროს დააკავეს, რომლითაც ისინი 30 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG